+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
კომისიის საქმიანობა
კომისიის დებულება
კომისიის აქტივობა
კომისიის საქმიანობა

ალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ‘’ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის აკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კომისიამ ფუნქციონირება დაიწყო 2013 წლის 09 სექტემბრიდან.


კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს, ''ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ”  საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის #525 ბრძანებულების საფუძველზე. 


კომისიის განხილვის საგანია კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 11 ივლისი) ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, რომელზეც განთავსებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა ან წარმოადგენს საკუთრების მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.

 


მოქალაქემ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაციები:


- ცნობა- დახასიათება საინვენტარიზაციო გეგმასათან ერთად (საჯარო რეესტრი)
- ცნობა მესაკუთრის შესახებ მასშტაბით 1:500- ზე (განახლებული) (საჯარო რეესტრი)
- ორთოფოტო ბეჭდით და კოორდინატებით
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით
- მომიჯნავე მეზობლების დასტური ნოტარიულად დამოწმებული
- პირადობის ასლი
- შენობის, ღობის ფოტო სურათები
- ამონაწერი დაკანონებულ ფართზე გეგმასთან ერთად (განახლებული)
- ცნობა მიწის ნაკვეთის დანიშნულების შესახებ (საჯარო რეესტრი)
- კომუნალური გადახდის ქვითრები

 


კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოში მის: ქ.თბილისი, თავისუფლების  ქ. # 2-ში, ან ინფორმაციის მისაღებად დარეკოთ ნომრებზე: 215--93-93  (შიდა 422 ) ;  215-92-92  (შიდა 422 )

16:00
26 აპრ
საკრებულოს სხდომა
15:45
26 აპრ
ბიუროს სხდომა
12:30
26 აპრ
კომისიის სხდომა
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო
11:30
26 აპრ
კომისიის სხდომა
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის
10:30
26 აპრ
კომისიის სხდომა
სატრანსპორტო საკითხთა
10:00
26 აპრ
კომისიის სხდომა
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის
16:00
25 აპრ
კომისიის სხდომა
ეკონომიკური განვითარების
15:45
25 აპრ
კომისიის სხდომა
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის
15:00
25 აპრ
კომისიის სხდომა
გარემოს დაცვის
15:00
23 აპრ
კომისიის სხდომა
კომისიების გაერთიანებული სხდომა
14:00
23 აპრ
კომისიის სხდომა
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა
LiveZilla Live Chat Software