გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
|
2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.
ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:
· შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;
· სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% და დასახლების საერთო კრებას;
· საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;
· ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.
ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36) ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე:m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურგვერდზე
დღის წესრიგი
2023 წლის არქივი
2022 წლის არქივი
2021 წლის არქივი
2020 წლის არქივი
2019 წლის არქივი
2018 წლის არქივი
2017 წლის არქივი
|
|