17 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ სამაჟორიტარო რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ზურაბ ჩიკვილაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ასევე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რანგში გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის წარდგენისას ზურაბ ჩიკვილაძემ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ 39 პროგრამა-ქვეპროგრამაზე და ამ პროგრამების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა.
საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე საუბრისას საკრებულოს წევრმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული, კეთილმოწყობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მოსახლეობას დაწვრილებითი ინფორმაცია გააცნო.
ანგარიშის წარდგენას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ადგილობრივი მოსახლეობა და საკითხით დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.