09 ივლისი 2019
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მოლდოვის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა „სასწავლო ვიზიტი ჟურნალისტებისთვის“ პროგრამის ფარგლებში შედგა, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი. მოლდოვის დელეგაციის შემადგენლობაში ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაცია „რეზონანსის“ წევრები იყვნენ.
მარიკა დარჩიამ სტუმრებს, გენდერულ საკითხებში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. სტუმრები გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის სპეციფიკასა და განხორციელებულ პროექტებს დეტალურად გაეცნენ.