18 აპრილი 2022
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე კომისიის წევრებთან-რევაზ სოხაძესა და გურამ ოქროპირიძესთან ერთად კომპანია ,,ალმას’’ წარმომადგენლებს შეხვდა და ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტობუსის გაჩერებასთან მოსაცდელის წაქცევის მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა.
გარდა კონკრეტული ინფრასტრუქტურული ხარვეზისა, საუბარი შეეხო დედაქალაქის მასშტაბით მოსაცდელების და სარეკლამო ბანერების მდგარდობისა და საიმედოობის საკითხს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიის წარმომადგენლები როგორც არსებული კონსტრუქციების მდგრადობის შემოწმების, ასევე ვიზუალური მხარის მოწესრიგების მიზნით, ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებენ.
ამ დროისთვის დედაქალაქში არსებული 10 მოსაცდელი უკვე შემოწმებული და გამაგრებულია, ხოლო რაც შეეხება დაზიანებულ მოსაცდელს, მისი აღდგენა ახალი ტექნოლოგიებით, უახლოეს პერიოდში მოხდება.
კომისიის წევრებმა კომპანიის ,,ალმა’’ მუშაობის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025