14 თებერვალი 2021 საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის 4-წლიან მასშტაბურ პროექტს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია შეუერთდა. პროექტის Fia Rally Star-ი მიზანი, მსოფლიოს გარშემო ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა.
როგორც თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, პროექტში მონაწილე 140-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ საქართველო იქნება ის პირველი, რომელიც მას გახსნის.
,,საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ორი თვის განმავლობაში სამი შესარჩევი (თბილისში, თელავსა და ქუთაისში) და ერთიც ფინალური (დედაქალაქში) ეტაპი გაიმართება. თითოეულ ეტაპზე კი საუკეთესო გოგონები და ბიჭები გამოვლინდებიან. დღეს, დღის ბოლოს თბილისში 30 გამარჯვებული გამოცხადდება.
საბოლოოდ, 14 მარტს საქართველოს ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები ევროპის კონტინენტურ ფინალზე გაემგზავრებიან,“-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსანტები შეჯიბრში ქართული კომპანია ,,აიქარის” ელექტრომობილებით მონაწილეობენ. საკრებულოს წევრმა აღნიშნულ კომპანიას, პროექტის სხვა მხარდამჭერებს, ასევე თბილისის საკრებულოსა და მერიას ღონისძიების ჩატარებაში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025