14 ივლისი 2020 საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა , რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის № 51 - 104 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებს, განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ მიაწოდეს.
სტრუქტურული, ორგანიზაციული და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებებზე მსჯელობის შემდეგ, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025