25 ივლისი 2025
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად 77 მილიონ 111 ათასი ლარით იზრდება და შეადგენს 2 მილიარდ 348 მილიონ 609 ათას ლარს.
კომისიის სხდომაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს რამდენიმე საკითხი წარუდგინა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს №52-1 დადგენილებაში ცვლილება განიხილეს. ცვლილების მიხედვით, სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება კინოფილმის, სარეკლამო რგოლის ან სიუჟეტის გადაღების მიზნით მომართვის შემთხვევაში იმ პირობით, თუ აღნიშნული საქმიანობა არ იწვევს გზის სავალი ნაწილის ან/და ტროტუარის გადაკეტვას - გასცეს თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმიანობა იწვევს გზის სავალი ნაწილის ან/და ტროტუარის გადაკეტვას - თანხმობის გაცემა (თანხმობის მოქმედების დროის მითითებით), საჭიროებს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებას.
კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ასევე, ,სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ საკრებულოს №35-105 დადგენილებაში ცვლილებას. ცვლილების მიხედვით, მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით ავტობუსის მარშუტების შეთანხმების პროცედურა გახანგრძლივდა 1 წლით, 2026 წლის 1 ივლისამდე.
ნინო ბაგაშვილმა კომისიის სხდომაზე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ დადგენილაში და თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა. მოცემული ცვლილებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაიბრუნონ შეცდომით შეძენილი პარკირების საფასური, იმ პირობით, რომ მისი დაბრუნების მოთხოვნა წერილობით დაფიქსირდება გადახდის მომდევნო სამუშაო დღეს.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025