20 მაისი 2025 თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს.
ნინო ბაგაშვილმა კომისიის წევრებთან ერთად ,,სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილა.
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით შესაძლებელი გახდება „შპს იუჯი სკოლის“ მოსწავლეების გადაყვანა - M3 კატეგორიის 6 ერთეული ავტობუსით და M2 კატეგორიის 2 ერთეული ავტობუსით, თანდართული მარშრუტებით.
ასევე შპს „ავერსი-ფარმას“ მიერ დასაქმებულების სპეციალური გადაყვანის მიზნით დამატებით ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე მტკიცდება მარშრუტი.
დღესვე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, პირებს, რომელთა მიმართაც 2023 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე შედგენილია/შედგენილი იქნება ელექტრონული საჯარიმო ქვითრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის და ამ ელექტრონული საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმა ან/და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავი გადახდილი აქვთ/ექნებათ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სახაზინო კოდზე, ამასთან, ფიქსირდება/დაფიქსირდება სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი და პირადი ნომერი), თუმცა არ აქვთ/ექნებათ მითითებული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი, ჩაეთვლებათ გადახდილად და მათ მიმართ აღარ განხორციელდება/აღარ გაგრძელდება გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025