21 თებერვალი 2023
თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განხილეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები 2023 წლის 1 იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (137 794,2 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება.
იზრდება არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსავლები 5 000,0 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა 142 794,2 ათასი ლარით იზრდება და 1 774 926,8 ათას ლარს შეადგენს.
წარმოდგენილი პროექტით, იზრდება შემდეგი პროგრამების/ქვეპროგრამების ასიგნებები: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები -6000,0 ათასი ლარით; საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია -12,000,0 ათასი ლარით, ხოლო სსიპ ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო’’- 142,8 ათასი ლარით.
პროექტის თანახმად, ბიუჯეტში ემატება ახალი პროგრამა - თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ასიგნებები 3 250,0 ათასი ლარით განისაზღვრა და ის მეტროს სადგურების რეაბილიტაციის მიზნით, თბილისის მერიის მიერ აღებული სესხის დაფარვას ემსახურება.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025