19 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოს წევრმა, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ კომისიის წევრებს 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
შალვა ოგბაიძემ ყურადღება დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე გაამახვილა.
ანგარიშის წარდგენისას მომხსენებელმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და სამგზავრო ტრანსპორტის მოდერნიზაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
შალვა ოგბაიძის თქმით, აღსანიშნავია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გატარებული რეფორმები, ასევე მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის ჩანაცვლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები.
მან ასევე ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე, ელექტრო დამტენებზე და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025