13 სექტემბერი 2018
თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ თედო ისაკაძემ გახსნა და დღის წესრიგი წარადგინა. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა მუმლაძეს მოუსმინეს, რომელმაც 2018 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
მამუკა მუმლაძემ 2018 წლის იანვრიდან-ივნისის ჩათვლით ტრასნპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა. ჩამოთვლილ საკითხებს შორისაა: საგზაო მოძრაობის ორგანიზება, შუქნიშნების მოვლა-ექსპლუატაცია, ახალი მოსაცდელების მონტაჟი, იუსტიციის სახლში ტაქსებზე ნებართვის გაცემის, პარკინგის საკითხები.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვრცლად ისაუბრა ავტობუსების მარშრუტებზე. მისი თქმით, 2018 წელს დედაქალაქს 9 ახალი მარშრუტი დაემატა, დაგრძელდა 15 მარშრუტი.
მამუკა მუმლაძემ შარტავა-კოსტავას მიმდინარე საგზაო სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
კომისიის წევრებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს გაწეული საქმიანობისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025