23 თებერვალი 2018 თბილისის საკრებულოში დღეს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წარმომადგენლები ტრანსპორტის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დარგის სპეციალისტებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება საგზაო და სატრანსპორტო უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს და ასევე სატრანსპორტო სისტემის განვითარებისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქში საგზაო მოძრაობასთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები განიხილეს, როგორებიცაა : პარკინგისა და საცობების პრობლემა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.
შეხვედრის მონაწილეები ტრანსპორტის დარგის განვითარების და პრობლემების მოგვარების მიზნით, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლო გეგმები დასახეს.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025