28 იანვარი 2025 თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია,
მისი თქმით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 209 684,9 ათასი ლარით და შეადგენს 2 192,862.9 ათას ლარს.
მათ შორის, იზრდება - საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია - 50 000,0 ათასი ლარით.
ამასთანვე ემატება ახალი პროგრამა - თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის სესხის მომსახურება - 6 600,0 ათასი ლარის ოდენობით.
კომისიის წევრებმა სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსს მოუსმინეს.
ნინო ბაგაშვილმა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ თბილისის საკრებულოს განკარგულების პროექტი წარმოადგინა.
დღესვე ბაგაშვილმა „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ისაუბრა.
მანვე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ისაუბრა და ასევე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა.
ნინო ბაგაშვილის თქმით, ახალი, 2025 წლის დადგომით, შეიცვალა კალენდარული სამუშაოს, შაბათის, კვირის და უქმე დღეების რაოდენობები.
შესაბამისად, საჭირო გახდა თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ავტობუსების (M2 კატეგორია) მიერ მარშრუტებზე თვის განმავლობაში გასავლელ კილომეტრში ცვლილების შეტანა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025