27 იანვარი 2023
თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მეტროს მოდერნიზაციის“ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, დედაქალაქის საკრებულოდან თანხმობის მიღების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ წარუდგინა.
როგორც დავით ჯაიანმა აღნიშნა, განკარგულების პროექტის თანახმად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობას უნდა მიეცეს თანხმობა თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მეტროს მოდერნიზაციის“ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.
პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი სასესხო და საგრანტო შეთანხმებებით გათვალისწინებულ თანხებს მიიღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შემდგომში გასაფორმებელი ქვესასესხო და გრანტის გადაცემის ხელშეკრულებების საფუძველზე.
EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხით რეაბილიტაცია ჩაუტარდება თბილისის მეტრო სადგურებს. ეს კი გულისხმობს მეტროს სადგურების ადაპტირებას შესაბამისი საჭიროებების მქონე პირებზე, სადგურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ესკალატორების რეაბილიტაციას და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებას.
რაც შეეხება EBRD-GCF სპეციალური ფონდიდან გამოყოფილ GCF გრანტს კი, ის „მწვანე ქალაქების პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს მოხმარდება.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025