15 ივნისი 2021 თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მეტროთი რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
საბაგირო გზით ,,უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულით შემცირდება და 1,0 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 0.5 ლარით. აგრეთვე, ცვლილების საფუძველზე, საბაგირო გზა ,,უნივერსიტეტი-ბაგები“ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება.
მეორე საკითხით წარმოდგენილ დადგენილებაში ცვლილებები დღის წესრიგის პირველ საკითხში შეტანილი ცვლილებებით განპირობებულია.
კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარუდგინა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიამ აღნიშული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025