05 მარტი 2021
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: M3 კატეგორიის ავტობუსისა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტის უფასო გადაჯდომის არსებულ სისტემაში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების გათვალისწინება და მგზავრობისას ფასის განსაზღვრა, ახალი 8 და 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით ტენდერის გამოცხადება და სხვა.
შედეგად, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები უზრუნველყოფს 2023 წლისთვის მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელის სრულად ამოქმედებას, ასევე, თბილისის სატრანსპორტო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და მგზავრთა სწრაფ, კომფორტულ და უსაფრთხო მობილობას.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025