28 თებერვალი 2020
თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და ელექტროტრანსპორტით გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიის შეღავათიანი მგზავრობის შესახებ საკრებულოს 2015 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა M2 კატეგორიის ავტობუსებით სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ტარიფის ანაზღაურების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025