28 თებერვალი 2025 თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისია გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „GrCF2 W1 - თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - პროექტის განხორციელების მხარდაჭერის“ შესახებ გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით მიმართა.
წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თანახმაა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდის რესურსებიდან გადასცეს გრანტი 500 000 ევროს ოდენობით. გრანტი გამოყენებული იქნება მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების მიზნით.
ნინო ბაგაშვილმა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მანვე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.
აღნიშნული ცვლილებით, სააგენტოს აღარ ექნება საგზაო მოძრაობის დროებითი სქემების მომზადების ფუნქცია.
დღესვე კომისიის სხდომაზე „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
ცვლილება შედის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამის ქვეპუნქტებში და კონკრეტდება, რომ განცხადების წარდგენის დროისთვის (არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი დათარიღებული ფოტომასალა დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მისაღებად.
წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025