11 ოქტომბერი 2018
საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრებმა საკონსულტაციო ჯგუფ „Mott Macdonald CZ, spol“-ის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის ექსპერტმა, მარკ სელინმა "ტრანსპორტის სტრატეგია თბილისისთვის" პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, დედაქალაქში უმნიშვნელოვანესია ტრანსპორტის სამმართველოს შექმნა, რომელიც არსებულ პრობლემებს კომპლექსურად გადაჭრის.
საკონსულტაციო ჯგუფი „Mott Macdonald CZ, spol“ მუშაობას მიმდინარე კვირას ასრულებს.
საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიამ საკონსულტაციო ჯგუფ „Mott Macdonald CZ, spol“-ის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო.
საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს, მათ შორის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულაციების წესსა და პარკირების საფასურის დადგენის და ტაქსებისთვის ნებართვების გაცემის წესისა და საფასურის შესახებ დადგენილების პროექტები.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025