22 მაისი 2018
თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ თედო ისაკაძემ წარმოუდგინა.
კომისიის წევრებს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი/განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია კომპანია ,,სისტრას’’წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, თბილისის ავტობუსების პროექტი-მარშრუტების რესტრუქტურიზაცია თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული დ მისი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხარისხის გაუმჯობესებაა.
ქართული საკონსულტაციო კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის” წარმომადგენლის ასმათ აბესაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი ქსელისა და სატარიფო სისტემის შემუშავება, მგზავრთა ნაკადების დათვლა, ამასთანავე, ინტეგრირებული საბილეთო სიტემის შექმნა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
დღესვე კომისიის სხდომაზე კომპანიის "ფრეგობასი" დირექტორმა მურმან პატარაიამ ელექტროავტობუსის პრეზენტაცია გამართა და ამ მიმართულებით კომპანიის მიერ განხორციელებული აქტივობების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
მურმან პატარაიამ კომისიის წევრებს თბილისში პირველი ელექტროავტობუსის ტესტირების შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ პროცესის მიზანი ქალაქის ინფრასტურუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდა იყო.
აღნიშნული ავტობუსი, რომელიც 100%-ით ელექტრო, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, ერთი დამუხტვით 250 კმ-ს გადის.
კომპანიის დირექტორმა სამომავლო გეგმებზე, კერძოდ კი, თბილისში ელექტროავტობუსების წარმოების დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
კომისიის სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ოპერირებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის თაობაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების პროექტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025