15 თებერვალი 2022
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 86 მილიონ 660 ათასი ლარით იზრდება, საიდანაც გარდამავალი ნაშთი 74 მილიონ 779 ათას ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ბიუჯეტი იზრდება საერთაშორისო გრანტების და დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის ხარჯზე.
ამასთან, ბიუჯეტს ემატება ახალი ქვეპროგრამები. მათ შორის, მეტროს სადგურების მშენებლობა, რეკონსტრუქცია. ქვეპროგრამის თანხა განისაზღვრა 4 650,0 ათასი ლარით და მისი მიზანია, მეტროს სადგურების კაპიტალური რემონტი - ვესტიბიულების განახლება, რეკონსტრუქცია. ბიუჯეტში სიახლეს წარმოადგენს, ასევე საბაგირო ტრანსპორტის განვითარების ქვეპროგრამა, რომელიც განისაზღვრება 1 750,0 ათასი ლარით. ქვეპროგრამის ფარგლებში, განხორციელდება „მთაწმინდის საბაგირო გზის" მშენებლობის დასრულება, „რიყე-ნარიყალას“ და „ჭავჭავაძის გამზირი კუს ტბას" საბაგირო გზის გეგმიური კაპიტალური რემონტი.
ბიუჯეტში ცვლილების გარდა, კომისიის სხდომაზე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათებით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის დადგენილი ტარიფის ანაზღაურების საკითხი განიხილეს. საკითხი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარადგინა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025