30 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმ "ექსპერიმენტორიუმში" უმასპინძლა. ზურაბ აბაშიძემ მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და განაცხადა, რომ "ექსპერიმენტორიუმში" სტუმრობა ბავშვებისთვის წინასაახალწლო განწყობის და დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად გადაწყდა.
"ბავშვების ღიმილი, ბედნიერი თვალები და გულწრფელი სიხარული - სწორედ ასეთია ახალი წლის ნამდვილი განწყობა. სწორედ ამ განწყობის შესაქმნელად დღეს შემეცნებით-გასართობ, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში" ვუმასპინძლეთ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს ვუმასპინძლეთ. ვეცადეთ, მათთვის წინასაახალწლო დღეები ემოციებით სავსე თავგადასავლად და დაუვიწყარ მოგონებად გვექცია. ბედნიერ და ხალისიან დამდეგ ახალ წელს ვუსურვებ ყველა პატარას"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026