01 ივნისი 2025 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბას სახელობის სკვერში, გასართობი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ბავშვებს დღევანდელი დღე დღესასწაული მიულოცა.
„დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მინდა მათ მივულოცო ეს თარიღი. ვისურვებ, რომ ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი, ყველამ იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში, ჰქონდეს ბედნიერი და ნათელი მომავალი. მიხარია, ბავშვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ამდენ ბედნიერ სახეს რომ ვხედავ. ბევრ ლამაზ და სიხარულით სავსე დღეს ვუსურვებ ჩვენს ბავშვებს“, - განახადა ზურაბ აბაშიძემ.
სულხან-საბას სახელობის სკვერში პატარებისთვის არაერთი სახალისო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა: ჯამბაზების სანახაობრივი პროგრამა; საპნის ბუშტების შოუ; სახის მოხატვა; ბატუტები; გოლფის მოედანი; პინოქიოს შოუ; აქსესუარების დამზადების მასტერკლასი; დრამერების შოუ.
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026