02 მაისი 2025 ვაკის რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების N32-ში, დაზიანებული წყალარინების შიდა ქსელი განახლდა და ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ტერიტორიაზე დაზიანებული წყალარინების შიდა ქსელი განახლდა, ინფრასტრუქტურული პროექტების შესაბამისად კი, ეზოში ასფალტის საფარი დაიგო.
ლეო და ნოდარ გაბუნიების N32-ში ჯამში დაახლოებით 2300 კვ.მ ფართობის ეზო მოწესრიგდა. პროექტების ჯამური ღირებულება 370.000 ლარია. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე საერთო სარგებლობის კიბის რემონტი დაიწყება.
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026