03 მარტი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, მერის მოადგილესთან, კახაბერ გულედანთან, პარლამენტის წევრ ზურაბ რურუასთან და ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მიმდებარედ, სკვერი, დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა.
სკვერისა და სპორტული მოედნის განახლების სამუშაოები 3000 კვ. მ ფართობის სივრცეზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად აღნიშნული ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და ბავშვთა და მშობელთა ზონებად დაიყოფა. მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონები და მოედნები როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის.
ასევე ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები. პროექტის ღირებულება 960 000 ლარს შეადგენს.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025