12 მაისი 2023 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ამავე რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისის ყველა უბანში შექმნილია სარეკრეაციო სივრცეები, სადაც სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებსა თუ მოზარდებს შეუძლიათ მშვიდ გარემოში აქტიური დასვენება, განტვირთვა და გართობა.
,,დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ რამდენიმე თვის წინ ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე ირაკლი ციციშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. დღეს კი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გავეცანით. შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და მათი წინადადებები და მოსაზრებები მოვისმინეთ’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე თქმით, თითქმის 2 ჰექტარ ფართობზე კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე გათვლილი იქნება სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების ადამიანებისთვის. მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით კი, მთელი თბილისის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება რეკრიაციული პროექტების განხორციელება.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025