05 ოქტომბერი 2022 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან და ისნის რაიონის გამგებელ ნიკოლოზ ელისაშვილთან ერთად, საინგილოს ქუჩაზე ახლად აშენებულ N88 საბავშვო ბაღს ესტუმრა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად არის აღჭურვილი.
„ელიას დასახლებაში სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, მშობლებს ბავშვები მიმდებარე უბნების ბაღებში დაჰყავდათ. ეს პრობლემა მოგვარდა და მიხარია, რომ ახლად აშენებულ ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უკვე დაიწყო”. – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
N88 ბაღმა პირველივე წელს 230 აღსაზრდელი მიიღო. ამასთან, თანამედროვე სტანდარტის ბაღში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025