05 თებერვალი 2026
თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ხალხის ძალა" თავმჯდომარემ, სამგორი 2-ის (ქვედა სამგორი) მაჟორიტარმა ზაქარია წიკლაურმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრ სოზარ სუბართან ერთად, თბილისის №83 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
სკოლას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს, რომელიც 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულად უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება უსაფრთხო, ფუნქციური და კომფორტული სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიურ განვითარებასა და ფიზიკურ აქტივობას. პროექტის მიხედვით, სკოლაში მოეწყობა სრულად აღჭურვილი საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზი და კეთილმოწყობილი ეზო.
№83 საჯარო სკოლის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადმოეცა და საქართველოს მთავრობის მიერ სრულად ფინანსდება.
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026