17 სექტემბერი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი ,,კინო ყველგან’’ გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში , ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „ჰორიზონტი“ ჩვენება გაიმართა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პროექტის მიზანი ღია კინოჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა და დედაქალაქის ყველა უბანში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობაა.
„სასიხარულოა, რომ ღია კინოჩვენებებმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მინდა გითხრათ, რომ ამ სეზონზე პროექტის „კინო ყველგან“ ფარგლებში, ფილმის ჩვენება კიდევ რამდენიმე რაიონში მოეწყობა.“ - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
პროექტის მნიშვნელობაზე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა საკრებულოში ირაკლი ხელაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული ფილმის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
პროექტი „კინო ყველგან“ საინტერესო წამოწყებაა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული ამ პროექტით და მიხარია, რომ ფილმის ჩვენება დღეს, ნაძალადევის რაიონში შედგა. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს და ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.“ - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
გამართულ ჩვენებას თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე წარმოდგენილი ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები დაესწრნენ. კინოჩვენების სპონსორი შპს „ქალაქური“ იყო.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025