04 ივლისი 2024
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე ავტოფარეხი აიღეს, რის შედეგადაც გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.
ჩატარებული სამუშაოები ადგილზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ტყემალაძემ, მერის მოადგილესთან, კახა გულედანთან და ვაკის რაიონის გამგებელთან,
დავით კვინიკაძესთან ერთად, დაათვალიერა. გიორგი ტყემალაძის თქმით, სარეკრეაციო სივრცის მოწყობის სურვილი ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად გამოთქვა.
„ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მცხოვრებლების სურვილით, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, გამწვანებული სარეკრეაციო ზონის მოწყობის შესაძლებლობა გაჩნდა. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025