30 იანვარი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ფერდის გამაგრების სამუშაოები საავტომობილო გზის გასწვრივ უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება.
ამ დროისთვის, ფერდზე ანკერების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მიწის საექსკავაციო სამუშაოებს მოიცავს. ამას გარდა, ადგილზე ზედმეტი გრუნტის მასისგან ფერდის ჩამოწმენდა მიმდინარეობს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პროექტის თანახმად, ადგილზე ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა.
ფერდის დამცავ სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და დედაქალაქის მერთან ერთად, წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ამავე რაიონის მაჟორიტარი ზუკა რურუა გაეცნენ.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025