15 აპრილი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მან ასევე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების, შემოსავლების კვარტალური გადანაწილების, ასევე ნაშთის ცვლილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვარტალური გადანაწილება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ სხდომაზე თბილისის საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა და ამასთანავე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება-გაჯანსაღების მიზნით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მიწა) გაცვლის ფორმით პრივატიზების სპეციალური წესისა და სხვა რიგი ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე ისაუბრა.
სერგო ბირკაძემ ასევე კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების, ასევე გაცვლის და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მანვე სხდომაზე თბილისში, გლდანის მასივი, მე-IV მიკრო/რაიონში, შენობა-ნაგებობა №1-ში, მეორე სართულზე არსებული 469.73 კვ.მ ფართიდან 170.56 კვ.მ ფართის და გლდანის მასივი, მე-IV მიკრო/რაიონში, შენობა-ნაგებობა №1-ში სხვენ სართულზე არსებული 338.09 კვ.მ ფართიდან 176.21 კვ.მ ფართის პირდაპირი განკარგვის წესით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ია“-სთვის~უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის და თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შესაბამის ბრძანებებზე თანდართული პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ია“-ს გათავისუფლების შეთანხმების საკითხი განიხილა.
აღნიშნული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.