21 ნოემბერი 2018
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხზე მომხსენებელი იყო საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა. მან გაიოზ თალაკვაძესთან ერთად დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, 2018 წლის პირვანდელი პარამეტრების გათვალისწინებით, 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პროექტით ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია.
ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ საკრებულოს ყველა კომისიამ და ფრაქციამ განიხილა ბიუჯეტის პროექტი და საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას გადაუგზავნა.
„ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის მიმართა შოუს და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ მერიაში გააგზავნა თავისი შენიშვნები,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები და შენიშვნები გამოთქვეს საკრებულოს წევრებმა. ეს რეკომენდაციები ეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, ავარიული სახლების, უფასო სასადილოების ბიუჯეტის გაზრდას, ასევე ბაგა-ბაღების აღმზრდელთა ხელფასების მომატებას და ინფრასტრუქტურული პროექტებს.
კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას თქმით, დარწმუნებულია, რომ საკრებულოს რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე კვარტალური ცვლილებების საკითხი.
წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 21,2025
საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა
ნოემბერი 17,2025