24 ოქტომბერი 2025 სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს, რომელმაც "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, კერძოდ: იზრდება გრანტების ნაწილში სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოცულობა 5 000,0 ათასი ლარით სხვა შემოსავლების ნაწილში სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები – 179,4 ათასი ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ - 5 179,4 ათასი ლარით და შეადგენს - 2 353 788,4 ათას ლარს.
კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების, შემოსავლების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების შესახებ ისაუბრეს.
საკითხი კომისიის წევრებს გაიოზ თალაკვაძემ გააცნო და განაცხადა, რომ კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
კომისიის სხდომაზე დღესვე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს. გიორგი კობიაშვილიმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების უფლების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მან ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 2 ივნისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №E-259-11-11441 ოქმით გათვალისწინებული აუქციონის განსაკუთრებული პირობის ცვლილების საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
გიორგი კობიაშვილმა კომისიის წევრებს დღესვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და ინტერესთა გამოხატვაში კონკურენტული შერჩევის საფუძველზე გამარჯვებულ შპს „ენსი გრუპს“ შორის 2021 წლის 15 ივლისს გაფორმებული „ქ. თბილისში, დიდი დიღმის დასახლების მიმდებარედ არსებული 8 118 კვ.მ ფართობის, N01.10.06.002.064 და N01.10.06.002.065 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ” ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი შეთანხმების თაობაზე საკითხი გააცნო.