20 ნოემბერი 2025 დედაქალაქის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 99 მილიონი ლარითაა გაზრდილი.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებაა გათვალისწინებული:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 656 339,7 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 278 531,3 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 292 760,6 ათასი ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 079,5 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 491,3 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 182 384,4 ათასი ლარი;
განათლება - 300 602,4 ათასი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 50 558,8 ათასი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 13 196,7 ათასი ლარი.
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 257 537,5
დღესვე გაიოზ თალაკვაძემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ ისაუბრა.
კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მოუემინეს, რომელმაც სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
გიორგი კობიაშვილმა კომისიის წევრებს ასევე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების იჯარის ფორმით სარგებლობის და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების უფლების თაობაზე წარმოდგენილი საკითხები გააცნო.