13 აპრილი 2018
თბილისის საკრებულოში, ოთხი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები თბილისის მერიის წარმომადგენლებმა გააცნეს.
სხდომაზე, თბილისის მერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების ძალადაკარგულად გამოცხადებას დაუჭირეს მხარი. საკითხის წარდგენისას, პროგრამის ხელმძღვანელმა გიგა სოფრომაძემ აღნიშნა, რომ ახალ საბჭოს ახალი წევრებით თბილისის მოქმედი მერი დააკომპლექტებს.
საკრებულოს სარევიზიო, ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც კომისიების წევრებს, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მანვე გააცნო დეპუტატებს თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ძირითადი პარამეტრები.
ამავე სხდომაზე საკითხები, მიმდინარე წლის ბიუჯეტში სხვადასხვა პროგრამებს შორის თანხების გადანაწილებისა და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ თამარ მათიაშვილმა წარუდგინეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021