03 სექტემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების, შემოსავლების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარმოადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა ქვეპროგრამების მიხედვით კვარტალურ გადანაწილებებს მხარი დაუჭირეს.