23 სექტემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების, შემოსავლების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ წარმოადგინა.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს. გიორგი კობიაშვილიმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების უფლების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მან ასევე დედაქალაქში რამდენიმე მისამართზე მდებარე ობიექტებისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების თაობაზე ისაუბრა.
გიორგი კობიაშვილმა დღესვე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ქართლიენერჯის“ შორის 2025 წლის 19 თებერვალს გაფორმებულ „პირობებით გამოცხადებულ აუქციონის ხელშეკრულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია და ასევე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ბრბ სოლარს“ შორის „პირობებით გამოცხადებულ აუქციონის ხელშეკრულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების მოწონებისა და რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ საკრებულოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.