17 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოში მერიიდან დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ლევან არველაძემ კომენტარი გააკეთა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა განისაზღვრა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარით, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 99 მილიონი ლარით.
მისივე განცხადებით, პროცედურის თანახმად, ერთი კვირის ვადაში თბილისის საკრებულო კომისიებთან ერთად განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და მოამზადებს რეკომენდაციებს.
„განხილვების და რეკომენდაციების მომზადების შემდეგ, თბილისის საკრებულოს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს მერიაში დააბრუნებს. არაუგვიანეს 10 დეკემბრისა საკრებულოში შემოვა 2026 წლის გადამუშავებული ბიუჯეტის ვერსია, რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ იქნება გაზრდილი და ასახული იქნება ის რეკომენდაციები, რაც ჩვენი მხრიდან იქნება გაცემული. საერთო ჯამში ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი პასუხობს დედაქალაქში არსებულ გამოწვევებს და მორგებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე"- განაცხადა ლევან არველაძემ.
დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხები შემდეგ პრიორიტეტზე გადანაწილდა:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა 656 მილიონ 339 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ისტორიული პროექტი ტრამვაის ხაზის მშენებლობა დიდი დიღმიდან დიდუბემდე. მეტრის სადგურების რაებილიტაცია, მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლება.
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 278 მილიონ 531 ათასი ლარი. გრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და ქალაქის ისტორიულ- კულტურული ძეგლების, მუზეუმების, შენობების და სადარბაზოების რეაბილიტაცაია.
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 292 მილიონ 760 ათასი ლარი, სადაც ბოტანიკური ბაღის და თბილისის ზოოლოგიური პარკის ხელშეწყობისათვის გამოყოფილია 17 მილიონ 165 ათასი ლარი.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 მილიონ 491 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრინველყოფა - 182 მილიონ 384 ათასი ლარი. პროექტის მიეხედვით, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 16 მილიონ 809 ათასი ლარით. მათ შორის მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ისეთი პროგრამის დაფინანსება, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება.
განათლება- 300 მილიონ 602 ათასი ლარი. გრძელდება დაწყებული პროექტების დაფინანსება.მათ შორის ერთი ბაღის რეაბილიტაცია. დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 1 საბავშვო ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია.
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა- 50 მილიონ 558 ათასი ლარი.პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია დიღმის მსაივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა. პროექტი მრავალწლიანია და მისი საერთო ღირებულება შეადგენს 45 მილიონ ლარს.