24 დეკემბერი 2018
თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარის ოთარ გრიგოლიას თქმით, 2019 წლის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.
„2019 წელს ჩვენ უფრო მეტი პროექტების განხორციელებას შევძლებთ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა, რისთვისაც ბიუჯეტში ნახევარ მილიარდ ლარამდეა გათვალისწინებული. ქალაქში განახლდება და შეიცვლება მუნიციპალური ავტოპარკი. დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით. 2019 წლის ბიუჯეტი ერთის მხრივ დასაქმებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, მეორეს მხრივ კი ბიზნესის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10 დეკემბერს დაუბრუნდა. გადამუშავებული ვერსია პირველად ვარიანტთან შედარებით 56 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 927 მილიონ 631 500 ლარს შეადგენს.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
ნოემბერი 21,2025
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025