27 ოქტომბერი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიის წევრებს საქალაქო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
კახაბერ გვანცელაძემ ძირითადი აქცენტი თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმზე -„პროგრესული ქალაქები“ გააკეთა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში გაიმართა.
ფორუმში, რომლის ძირითადი სესიები „ეფექტური მმართველობა“, „ქალაქები ეკონომიკური ზრდისთვის“, ურბანული მედეგობა“, „მდგრადი მომავალი“, „ჯანსაღი გარემო“ „ენერგოეფექტურობა“ იყო, 800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
დღესვე კახაბერ გვანცელაძემ მომავალი წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი 2018 წელსაც ჩატარდება.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
ნოემბერი 21,2025
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025