14 მაისი 2020 დღეს საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, სხდომაზე მსჯელობისთვის გატანილი ძირითადი საკითხები დედაქალაქში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს შეეხებოდა.
,,იმისთვის, რომ პანდემიის პირობებში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მეწარმეთა ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესდეს, თბილისის მუნიციპალიტეტი ერთობლივი ძალებით იღებს არაერთ გადაწყვეტილებას, რომლითაც ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და წახალისება ხერხდება”-აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, მერიის ქონების მართვის სააგენტოს, თბილსერვის ჯგუფის, ასევე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიც მიმოიხილეს, რომელიც უმთავრესად ტურიზმის სფეროს ამოქმედებას ისახავს მიზნად.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
ნოემბერი 21,2025
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025