04 ივნისი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის "მეწარმეობის მხარდაჭერა" ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, თბილისის მერიის პროგრამის "მეწარმეობის მხარდაჭერა" ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პირობები და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შეთანხმების ფორმა დამტკიდა, რომლის თანახმად, პროექტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, (საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი, და ბაზისბანკი) თანამშრომლობის გზით ხორციელდება.
პირობების დამტკიცების შემდეგ თბილისის მერიასთან პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი დამატებით სხვა საფინანსო ორგანიზაციებმა გამოთქვეს.
შესაბამისად, ახალი პარტნიორების დამატების გამო, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებით განსაზღვრულ განაცხადის ფორმაში და ამასთან, გაიზარდოს პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციების ჩამონათვალი.
კომისიის თავმჯდომარის, ლევან დარახველიძის ინფორმაციით, კომისიამ მოიწონა ცვლილებების პროექტი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით - დადგენილების სახით უნდა იქნეს მიღებული.
წარმოდგენილი ცვლილებები თბილისის ბიუჯეტში დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
ნოემბერი 21,2025
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025