27 დეკემბერი 2022
თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, სატრანსპორტო საკითხთა, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც ირაკლი ხელაძე, შალვა ოგბაიძე და ლევან არველაძე უძღვებოდნენ, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს. თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 632 132,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 305 418,2 ათასი ლარი) მიმართებაში 326 714,4 ათასი ლარით, ხოლო 2023 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 438 775,2 ათასი ლარი) შედარებით 193 357,4 ათასი ლარით გაზრდილია.
პროექტის თანახმად, გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს კომისიების წევრებმა საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მხარი დაუჭირეს.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021