15 აგვისტო 2024
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხები საკრებულოს წევრებს მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნინო ბაგაშვილმა წარუდგინა.
დღესვე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ბებიაშვილს მოუსმინეს და შარტავას ქუჩაზე არსებულ სამშენებლო ობიექტთან მიმართებით გაცემული ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში, შპს ,,ინსის“ მიერ შესრულებული ვალდებულების დადასტურების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
ნოემბერი 21,2025
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025