19 ნოემბერი 2020 თბილისის საკრებულოში გამართულ ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელი პროგრამები დეტალურად განიხილეს.
აღნიშნული საკითხი, კომისიის წევრებს მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ წარუდგინა.
სხდომაზე დეტალურად ისაუბრეს ბიზნესის სტიმულირების, თბილისის განვითარების კვლევების, სტრატეგიებისა და პროექტების შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება პოსტპანდემიური ეკონომიკური შედეგების მართვის სამოქმედო გეგმაზე გაამახვილეს. იმსჯელეს ისეთ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც საერთაშორისო ასოციაციებში, ქსელებსა და პროექტებში თბილისის გაწევრიანებას, ჩართვასა და მონაწილეობას ისახავს მიზნად.
სხდომაზე აგრეთვე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი ისეთი ღონისძიებები განიხილეს, როგორებიცაა თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა და ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
ნოემბერი 21,2025
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025