23 მაისი 2019
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომა კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ გახსნა და მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია წარადგინა, რომელმაც საკრებულოს წევრებს მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა საგრანტო პროგრამებზე, ბიზნეს-გეგმების ხელშეწყობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრა. ანდრია ბასილაიას ინფორმაციით, ინერგება ახალი პროექტი, რომლის მეშვეობითაც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დამწყებ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევენ.
კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს წევრებმა საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად განიხილეს საკვირაო ბაზრობების შექმნის საკითხი და ამისთვის ერთიანი კონცეფციის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ბიზნეს იდეების განხორციელების და დანერგვის საპილოტე პროექტის დეტალები.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
ნოემბერი 21,2025
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025