24 იანვარი 2020 თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ, საქალაქო სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანდრია ბასიალაიამ სამსახურის მიერ ბიზნესის სტიმულირების, თბილისის განვითარების კვლევების, სტრატეგიებისა და პროექტების პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მანვე ყურადღება გაამახვილა სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე თბილისში შემომყვანი ტურიზმის პროგრამისა და პროექტის ღამის ეკონომიკის განვითარების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
კომისიის წევრებმა ასევე ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაციის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინეს.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
ნოემბერი 21,2025
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025