19 ივლისი 2023 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების და სპორტსმენების მიღება გაიმართა.
სტუმრებს კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ და საკრებულოს წევრმა ლევან აბაშიძემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე თბილისელი სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებსა და შოტოკან კარატეს სამომავლო განვითარებაზე ისაუბრეს.
ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში საქართველომ სამი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა - 43 ოქროს, 36 ვერცხლისა და 41 ბრინჯაოს მედალი.
შეხვედრის დასასრულს საკრებულოს წევრებმა მოწვეულ სტუმრებს 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025